უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 60 დღე გავიდა

21:07, 24.04.2022

რუსული ძალების სარაკეტო დარტყმები უკრაინის სხვადასხვა ქალაქსა და დასახლებაში არ წყდება. ისევ უმძიმესია ვითარება მარიუპოლში, სადაც, ბოლო ინფორმაციით, 22 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის შეჭრას ქვეყანაში 213 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე საათის წინ ეუთო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ორ წევრს, დონეცკსა და ლუგანსკში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ამ დრომდე დაკავებულები არიან. პრეზიდენტ ზელენსკის ცნობით, კიევში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და თავდაცვის მდივანს ელოდებიან. თუმცა სხვა დეტალები ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი