ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განსაზღვრავს ევროკავშირის, როგორც ძლიერი გაერთიანების მომავალს. ზელენსკის თქმით, საკითხი პოლონეთის პრეზიდენტთან უკვე განიხილა. უკრაინის ლიდერმა ასევე დონბასში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, იქ დამატებითი ძალები აამოქმედოს, თუმცა დონბასი მტკიცედ დგას.