რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 136-ე დღეს, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთზე, დონბასის ტერიტორიისკენ მიმართავენ. ოკუპანტები შეტევას საარტილერიო და სარაკეტო შეიარაღებით აწარმოებენ. ბოლო ცნობებით, რუსულმა არმიამ კრივოი-როგის საცხოვრებელი ტერიტორია დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაზიანდა სკოლა და რამდენიმე სახლი.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ყოველდღიურ სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი, რომ რუსეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით სარეზერვო ძალებს აგროვებს და უკრაინის მახლობლად ათავსებს, იმისთვის, რომ ახალი შეტევითი ოპერაცია წამოიწყოს. მათივე ცნობით, რუსული ქვეითი არმიის დიდი ნაწილი ამჟამად მოძველებული საბრძოლო ჯავშანტექნიკითაა აღჭურვილი. პარალელურად, უკრაინის ვიცეპრემიერი, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ და ტერიტორია დატოვონ.