პირველ ქართულ ტელევიზიაში გატარებული 45 წელი, მაყურებლებს შორის მოპოვებული განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა, გამორჩეული ხმა და გარეგნობა – 82 წლის ასაკში დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა.
ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ ფრაგმენტებს სხვადასხვა ინტერვიუდან, სადაც საქართველოს პირველი არხის პირველი თაობის წარმომადგენელი და ერთ-ერთი პირველი წამყვანი ტელევიზიაში მოსვლის ისტორიას და აქ გატარებული წლებს იხსენებს.
პირველი ტელე-ეთერი 1963 წელს, 21 წლის ასაკში ჰქონდა ამის შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მაყურებელს თავი არაერთი გადაცემით დაამახსოვრა. ცნობილ ტელეწამყვანს ხვალ „ლურჯი მონასტრიდან“ გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.