დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა

82 წლის ასაკში, საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი, დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა. ის ტელევიზიაში 1963 წლიდან, 45 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში დონარა კინწურაშვილი იყო არაერთი გადაცემის წამყვანი. მათ შორის, წლების განმავლობაში უძღვებოდა საინფორმაციო პროგრამა მოამბეს.

საქართველოს პირველი არხი და მოამბის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ტელეწამყვანის ოჯახსა და ახლობლებს.