განცხადებას ავრცელებს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა“ და „ნაციონალური მოძრაობა“. განცხადებაში ვკითხულობთ: „ვგმობთ ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმას, ვუსურვებთ მას გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური ძალების გააქტიურებას და საერთო ძალისხმევაა აუცილებელი, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა, მშვიდობა და ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი არცერთ საზოგადოებაში“.
განცხადებას ავრცელებს გიორგი ვაშაძეც: „ჩვენ ვგმობთ თავდასხმას დონალდ ტრამპზე და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს ჩაგვიკეტოს კარი დემოკრატიისკენ და დაგვტოვოს სიღარიბეში. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა დემოკრატიებთან მთელს მსოფლიოში, ჩვენმა მთავრობამ გაანადგურა ურთიერთობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან.“- წერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი.