დონალდ ტრამპმა არიზონას შტატში გამარჯვება ოფიციალურად მოიპოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკურენტი კამალა ჰარისი ყველა ე.წ. მერყევ შტატში დაამარცხა. არიზონას შტატში გამარჯვებით, ტრამპმა დამატებით 11 საარჩევნო ხმა მიიღო და საარჩევნო კოლეგიაში ჯამში 312-ი ხმა დააგროვა. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ, კამალა ჰარისს კი 226 ხმა აქვს. ადგილობრივი მედიის შეფასებით, არიზონაში, რომელიც მექსიკას ესაზღვრება, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სავარაუდოდ იმიგრაცია იყო.