დონალდ ტრამპისა და მსოფლიო ლიდერების მილოცვები საქართველოს

მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

ქვეყანამ მისალოცი წერილები და მიმართვები მიიღო აშშ-ის პრეზიდენტისგან, ამერიკელი მაღალჩინოსნებისგან, კანონმდებლებისგან, ევროპის ქვეყნების პირველი პირებისგან, მეზობელი ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ყველა წერილში ხაზგასმულია მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. რამდენიმე ქვეყანამ მილოცვის სიმბოლურ ფორმას მიმართა და სხვადასხვა შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 102 წლისთავი ქვეყნის პრემიერს ცოტა ხნის წინ ტელეფონით მიულოცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. განხილვის თემა იყო „კოვიდ 19“-იც და ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნის მოწყობა.