აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულებისა და საზღვრის დახურვის პირობას დებს – ამის შესახებ მან ლოს ანჯელესში წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა. ტრამპმა პირობა დადო, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში დაეხმარება ტეხასის შტატსაც, სადაც დამატებით რესურსებს განათავსებს.