აშშ-ში საპროტესტო მუხტის განეიტრალების ნაცვლად, ახალი ცხელი წერტილი ჩნდება. რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციების ფონზე, დაფიქსირდა პოლიციის მიერ ძალის გადამეტების კიდევ ერთი შემთხვევა. მოქალაქეების ყურადღება ამჯერად ლოს ანჯელესისკენ არის მიმართული, სადაც გუშინ, შერიფის თანაშემწეებმა აფროამერიკული წარმომავლობის 29 წლის მამაკაცი 20-მდე გასროლით მოკლეს. ვითარება მწვავეა ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაშიც, სადაც დღეს დონალდ ტრამპი ჩავიდა. ქალაქში, სადაც ორი კვირის წინ, პოლიციამ ზურგის არეში შვიდი გასროლის შედეგად ასევე აფროამერიკელი ჯეიკობ ბლეიქი მძიმედ დაჭრა. აშშ-ის პრეზიდენტს საპროტესტო აქციებით დახვდნენ.