აშშ-ის რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე ბოლო შეხვედრა გამართა მხარდაჭერებთან. ტრამპი მიჩიგანის შტატში სიტყვით თითქმის ორი საათის განმავლობაში გამოდიოდა და აღნიშნა, რომ ეს მისი ბოლო მონაწილეობაა საპრეზიდენტო არჩევნებში. პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმეორა თავისი არაერთი საარჩევნო დაპირება, მათ შორის ისაუბრა არალეგალურ მიგრაციაზე. ტრამპმა ასევე ისაუბრა კამალა ჰარისზეც. მისი თქმით, ჰარისი დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანია.