დონალდ ტრამპის სასამართლო და საარჩევნო კამპანია

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აშშ-ში პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება.

ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვასთან ერთად სამართლებრივი ბრძოლაც უწევს. წელს უკვე მეორედ ექს-პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე წარდგა. ამჯერად საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებაში ბრალდებული თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი მოქმედ პრეზიდენტს სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმე ეხება იმ გრიფით „საიდუმლო“ მასალებს, რომლებიც ტრამპის რეზიდენციიდან 2022 წლის ზაფხულში ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

შეუშლის თუ არა ხელს სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე სასამართლო პროცესები დონალდ ტრამპის საარჩევნო გეგმებს და როგორ აისახება უკვე მეორე ბრალის წარდგენა ექს-პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაზე – დეტალებით ქეთი ჩოხელი.