დონალდ ტრამპის საქმე

ახალი ბრალდება ძველ საქმეზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს. საუბარია 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე, თუმცა, ახალი ბრალდებიდან ამოღებულია საქმის ის ნაწილი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტთან ტრამპის ურთიერთობას შეეხება. ეს ნაწილი უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტით დაცულად მიიჩნია. ახალ საბრალდებო დასკვნას დონალდ ტრამპმა „სასაცილო“ უკვე უწოდა და მომხდარი არჩევნებში ჩარევის მცდელობად შეაფასა.