პირველი გამამტყუნებელი ვერდიქტი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ სცნეს. 2016 წლის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საქმის განხილვა თეთრი სახლის ყოფილი ლიდერისთვის სკანდალურად დასრულდა. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა დაასკვნა, რომ 8 წლის წინ ექს-პრეზიდენტმა ფინანსური დოკუმენტები გააყალბა და პორნოვარსკვლავის გასაჩუმებლად გადახდილ თანხაზე ინფორმაცია დამალა. ტრამპი, რომელიც ისევ ამერიკის პრეზიდენტობისთვის იბრძვის, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ოთხწლიანი პატიმრობა თუ პირობითი სასჯელი – განაჩენი 11 ივლისს უნდა გამოცხადდეს. წინ სისხლის სამართლის კიდევ სამი საქმეა.