ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია გაიმართა. პალ ბიჩის სანაპიროზე შეკრებილი დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიის სახსრებიდან პორნო ვარსკვლავის, სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდაში ადანაშაულებენ. პარალელურად, თავად პორნოვარსკვლავი ამტკიცებს, რომ მას ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდა. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე სავარაუდოდ 4 აპრილს წარდგება.