სენატში დონალდ ტრამპს მისი მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის გამო ასამართლებენ.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ამბოხის წაქეზებაში ედება ბრალი. თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა სენატის უმრავლესობამ კონსტიტუციურად სცნო, რაც ნიშნავს, რომ პროცესი დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეების არგუმენტების წარდგენით გაგრძელდება. ტრამპი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, გაამართლებს თუ არა სენატი ექს-პრეზიდენტს.