დონალდ ტრამპის განცხადება
ვაშინგტონი მიმდინარე წლის ბოლოდან ისრაელისთვის სამხედრო დახმარებას შეწყვეტს. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ კონგრესის შუალედური არჩევნების დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ტრამპის განცხადებით, ისრაელს ამერიკული დახმარება აღარ სჭირდება, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში, ვაშინგტონი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მზად იქნება.