დონალდ ტრამპი ბაიდენის რეჟიმს სტალინისტურ რუსეთს ადარებს. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბაიდენის ხელისუფლების მხრიდან სამართალდამცველების შეიარაღება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რუსეთის საშინელებათა შოუს ჰგავს. ტრამპის შეფასებით, აშშ-ი სტალინისტური რუსეთის და კომუნისტური ჩინეთის მიმართულებით მიდის. ამ თემაზე ტრამპმა ტეხასის შტატის ქალაქ ვაკოში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე ისაუბრა.