დონალდ ტრამპის ბრძანებით, ტეხასის შტატისა და მექსიკის საზღვარზე ეროვნული გვარდია გაგზავნეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძანებით, ტეხასის შტატისა და მექსიკის საზღვარზე ეროვნული გვარდია გაგზავნეს. უახლოესი სამი დღის განმავლობაში, 250 სამხედრო აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრულირებას მოახდენს.
პრეზიდენტის განცხადებით, კედლის მშენებლობის დასრულებამდე, საერთო ჯამში, საზღვარზე განლაგებული ჯარისკაცების რაოდენობა, შესაძლოა, 4000-მდე გაიზარდოს. მიზანი მიგრანტთა ნაკადის შეჩერებაა.
ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკის ტერიტორიაზე მექსიკიდან შესული არალეგალი მიგრანტები უნდა დააპატიმრონ, რის შემდეგაც მათი დაუყოვნებლივ დეპორტაცია უნდა მოხდეს.