აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხიდან 200 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებით 20 წუთი გაატარა საპატიმროში. დონალდ ტრამპი ბრალდებულია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობაში. ის ციხეში თავად გამოცხადდა. ტრამპს ციხეში ანაბეჭდები აუღეს, შეუვსეს პატიმრის ანკეტა და მიანიჭეს პატიმრის ნომერი. ამის გარდა, დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის ბრალდება კიდევ სამ საქმეზე აქვს წაყენებული. ფულტონის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დონალდ ტრამპმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს არის ძალიან სევდიანი დღე ამერიკისთვის. ის დანაშაულის ჩადენას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი არის არჩევნებში ჩარევა.