დონალდ ტრამპის ახალი გუნდი და გეგმები

დონალდ ტრამპის ახალი გუნდის რამდენიმე წევრის ვინაობა ცნობილია.

მილიარდერი ილონ მასკი, ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი და ტელეარხ „ფოქს ნიუსის“ წამყვანი პიტ ჰეგსეტი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმუშავებენ. მოულოდნელი აღმოჩნდა პენტაგონის ხელმძღვანელად პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების არმქონე ვეტერანი სამხედროს დასახლება. 44 წლის პიტ ჰეგსეტი მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო უწყებას ჩაუდგება სათავეში. მილიარდერ ილონ მასკს კი არჩეულმა პრეზიდენტმა სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტი ჩააბარა, რომელიც სამთავრობო დანახარჯების შეკვეცაზე, ბიუროკრატიის შემცირებასა და გარკვეული რეგულაციების გაუქმებაზე იმუშავებს. ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მომავალი ხელმძღვანელი და ისრაელში აშშ-ის ელჩიც დაასახელა.