პრეზიდენტობის კანდიდატად ჯო ბაიდენის მიერ მხარდაჭერილ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს აკრიტიკებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ჰარისი ბაიდენზე უარესი პრეზიდენტი იქნება. „ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად ჩაიწერება. კამალა, ჩვენი საშინელი და არაკომპეტენტური საზღვრის მეფე კი უარესი იქნება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.