დონალდ ტრამპი ახალ ადმინისტრაციას აკომპლექტებს

დონალდ ტრამპი ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მიიწვევს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, ამჟამად მისი ადმინისტრაცია ფორმირების პროცესშია. მაიკ პომპეო ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობებს იკავებდა, ნიკი ჰეილი კი გაერო-ში აშშ-ის ელჩად მსახურობდა. ჰეილი ასევე მონაწილეობდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში. მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მაიკ პომპეომ ახალ ადმინისტრაციაში, შესაძლოა, თავდაცვის მდივნის თანამდებობა დაიკავოს.