დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას აკომპლექტებს  

დონალდ ტრამპი ადმინისტრაციის დაკომპლექტებით არის დაკავებული.

ამერიკულ მედიაში უკვე გავრცელდა რამდენიმე ადამიანის სახელი, რომლებმაც ტრამპის ხელისუფლებაში შესაძლოა მნიშვნელოვანი თანამდებობები დაიკავონ. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი პასუხისმგებელია დაახლოებით 4 000 პოლიტიკური პირის დანიშვნაზე. მისი პირველი პრეზიდენტობის დროს, ტრამპს თვეები დასჭირდა კაბინეტის შეკრებისთვის. ახლად შერჩეულ პირებს შორის ერთ-ერთია ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლობის კანდიდატი, რომლის როლი გულისხმობს აშშ-ის საფრთხეების იდენტიფიცირებას, მათ წინააღმდეგ ბრძოლას და პრეზიდენტის ინფორმირებას აღნიშნულ საკითხებზე. ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ძირეულ ცვლილებებს გეგმავს ქვეყნის განათლების სისტემაშიც.