შარლ მიშელს საქართველოში დღეს 15 საათზე ელოდებიან. შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ის დოკუმენტის ხელმომწერებს კიდევ ერთხელ შეხვდება. რაც შეეხება პოლიტიკური კრიზისის დასასრულს, – დოკუმენტს სახელწოდებით „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, ხელი ორბელიანების სასახლეში მოაწერეს. შეთანხმებას ჯერ-ჯერობით არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერები ღამითვე დააფიქსირეს „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.
მოამბე