დოდო გუგეშაშვილი, შესაძლოა, ხვალ გამოიკითხოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მას პალატაში გადაიყვანენ. ამ დროისთვის გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესებულია, თუმცა, ის ისევ რეანიმაციაში რჩება.
ღუდუშაურის საავადმყოფოსთან იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც, თუმცა, ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კლინიკაში მისვლა თადარიგის პოლკოვნიკის გამოკითხვას.
დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ არც გუგეშაშვილის მეგობრები, რომლებიც ასევე სამედიცინო დაწესებულებასთან რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანს და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარიდან 5 დღე გავიდა, თუმცა, გამოძიებას ჯერ არავინ დაუკავებია