„მოსკოვი გრძნობს მარცხს უკრაინაში, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს“, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ ბირთვული და მესამე მსოფლიო ომის საფრთხე რეალურია. „რუსეთი ბოლო იმედს კარგავს, დააფრთხოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან. აქედან მოდის საუბარი მესამე მსოფლიო ომის „რეალური“ საფრთხის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვი გრძნობს მარცხს უკრაინაში. ამიტომ მსოფლიომ კიდევ მეტად უნდა დაგვიჭიროს მხარი, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და დავიცვათ ევროპული და გლობალური უსაფრთხოება“, – წერს კულება.