„თუ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიის რომელიმე ქვეყანას, ის დამარცხდება, გათავისუფლებული ქალაქები კი ბახმუტსა და ავდეევკას დაემსგავსება“- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ უკრაინა თავს კარგად დაიცავს, ნატო-ს კი რეაგირებისთვის მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდება. „შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდეევკას, ასეთი იქნება ინტენსიური ბრძოლების შემდეგ ბალტიის ქვეყნები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი“, – ამბობს კულება. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ყველაზე იაფი და უსაფრთხო მეთოდი ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად უკრაინის მხარდაჭერაა. კულებას თქმით, ლიეტუვაში ამას კარგად ხვდებიან და სწორედ ამიტომაც ეხმარებიან უკრაინას.