დმანისობა - 2024

დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „დმანისობა“ გაიმართა. ადგილობრივების და რეგიონის სტუმრებისათვის მრავალფეროვანი პროგრამა დაიგეგმა. მოეწყო საგამოფენო, სამკითხველო სივრცეები, გაიმართა საპატიო დმანისელების, პედაგოგების და 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია.