დმანისის თეატრი ლევილის მამულის შემოქმედებით რეზიდენციაში ახალ სპექტაკლზე მუშაობს – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სპექტაკლს სახელწოდებით – „ჰომო ერექტუსი” რეჟისორი გიორგი სიხარულიძე დგამს. სპექტაკლი პირველ ევროპელებს ეხება, რაც დმანისის თეატრისთვის სიმბოლურია. ლევილის სარეზიდენციო სივრცე ასევე უმასპინძლებს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრს, თოჯინების სახელმწიფო თეატრს, მოგვიანებით კი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობისა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრები აქ ერთობლივ სპექტაკლს დადგამენ.