5 ივლისის საქმეში ბრალდებულ ბოლო შვიდ ადამიანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.
მედია საშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამო დაკავებულებს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ორგანიზებული ძალადობის მუხლი ჯგუფურ ძალადობად გადაკვალიფიცირდა, რასაც პროკურატურა არ ეთანხმება და ზედა ინსტანციაში სამართლებრივი დავის გაგრძელებას აპირებს. მსხვერპლთა ჯანმრთელობის დაზიანების ამსახველი კადრების და დაზარალებულთა ჩვენებების მიუხედავად, არც ერთმა ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა. რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვით და 30-მდე ადამიანის მიმართ გამოტანილი ვერდიქტებით მესამე სექტორი უკმაყოფილოა.