„ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან“ – აცხადებს ჟოზეფ ბორელი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა. ჯოზეფ ბორელი აუდიენციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„მოხარული ვარ, რომ ფიზიკურად ჩავატარეთ სამიტი ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორებთან ერთად. მის ფარგლებში გავცვალეთ აზრები დავით ზალკალიანთან. მასთან ერთად განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება და ორმხრივი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადობის, აღდგენისა და რეფორმების მხარდაჭერას“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ტვიტერზე“.