ჟოზეფ ბორელის განცხადება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს „ტვიტერზე“ ეხმაურება. „ევროკავშირი მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი პირის დაკავებას რუსეთის სასაზღვრო დაცვის მიერ კირბალში. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უკანონოა“, – წერს ბორელი.