ჩვენ უკრაინის მეგობრები ვართ, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ რუსი ხალხის წინააღმდეგ. ეს პუტინის ომია და მხოლოდ პუტინს შეუძლია, დაასრულოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა დაუშვას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა. ამასთან, როგორც ბორელმა აღნიშნა, უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და კიდევ უფრო მეტი იქნება. ეს არ არის ომი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს არ არის გადაკეთებული „ცივი ომი“. ჩვენ არ ვართ რუსი ხალხის მტრები, ჩვენ უკრაინის მეგობრები ვართ,“ – განაცხადა ბორელმა.