საქართველოს ეროვნული გმირის, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს პარლამენტმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, მეგობრები, პარლამენტის წევრები. საკანონდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს და ჟიული შარტავას ღვაწლზე და მის გმირობაზე ისაუბრა. პარალელურად, პარლამენტში, თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს ეროვნული გმირის ფოტოების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიება პარლამენტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.