ჟესტური ენის საერთაშორისო კვირეული

მსოფლიო სმენის პრობლემების მქონე პირთა კვირეულს აღნიშნავს.

ღონისძიებები დაგეგმილია საქართველოშიც. ყოველწლიურ კვირეულს წელსაც უერთდება პირველი არხი, რომელსაც სმენადაქვეითებულ ადამიანებზე მორგებული მედია-პროდუქტების შექმნა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. ამ მხრივ მაუწყებლის საეთერო ბადეში გარკვეული სიახლეებიც არის მოსალოდნელი. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორისაა ჟესტური ენის დღისადმი მიძღვნილი შეკრება. კვირეულის დროს მიმდინარე შეხვედრებზე ყრუთა კავშირი მათ წინაშე არსებულ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებსაც განიხილავს. თარჯიმნების დეფიციტი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება.