ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ე.წ. გამშვები პუნქტი კვლავ ჩაკეტილია. საოკუპაციო რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პროვოკაციას უწოდებს.
საკითხს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც ეხმაურებიან. მათი განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ვითარების ესკალაციას იწვევს. განცხადების ავტორები ჟენევის საერთაშორისი დისკუსიების ყველა მონაწილეს მოუწოდებენ, არსებული მექანიზმის ფარგლებში გამოსავლის მოძიებას შეეცადონ.