პანდემიის პირობებში რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის და უკანონო დაკავების შემთხვევებზე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაზე. ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეებთან საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. აქცენტი გაკეთდა 20 ნოემბერს სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარედ დაკავებული მირიან თაზიაშვილის საქმეზე.
განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ირაკლი ბებუას საკითხზე.