ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი იმართება.
ქართული დელეგაცია, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ენგურის გადასასვლელის ჩაკეტვაზე გაამახვილებს ყურადღებას. ასვევე აქცენტი გაკეთდება ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეც.
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის განცხადებით, ჟენევის დისკუსიის 48-ე რაუნდზე საუბარი შეეხება ყველა მწვავე და მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის იმ ახალ შეზღუდვებსაც, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწესებს. ტოივო კლაარი იმედს გამოთქვამს, რომ რაუნდი შედეგიანი იქნება და მხარეები მოახერხებენ მსჯელობას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
ჟენევაში სალომე ქოქიაშვილი მუშაობს.