თბილისში დიზაინის ინსტიტუტი გაიხსნა. სტუდენტების მიღება თებერვლიდან დაიწყო და მათ როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პროგრამებზე შეუძლიათ სწავლა. ინსტიტუტის მიზანი შემოქმედებითი უნარების განვითარება და ცოდნის გაზიარებაა. ინსტიტუტი დიზაინის სფეროში მომუშავე 100-მდე ქართველ და უცხოელი სპეციალისტს აერთიანებს. ისინი სტუდენტებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გაუზიარებენ.