ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი

დიზაინში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Adobe-ის 2024 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.

IT აკადემია STEP-მა უკვე მეორე წელია რაც Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატში გრაფიკულ დიზაინში მონაწილეობის უფლება მიიღო. ლაპარაკია გლობალურ შეჯიბრზე, რომელიც ყოველწლიურად აშშ-ში იმართება. მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, საწყის ეტაპზე საჭიროა რეგიონული ჩემპიონატის ჩატარება. ყველას, ვინც არის 14-23 წლის შუალედში და მუშაობს „ფოტოშოპში“ ან/და „ილუსტრატორში“, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ჩააბაროს Adobe-ს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა, მაღალი ქულების მიღების შემთხვევაში ჩაერთოს რეგიონალურ ჩემპიონატში და მოიპოვოს გამარჯვება. რეგიონული ჩემპიონატიდან სამი საუკეთესო ნამუშევრის შემოქმედი მიიღებს საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას და გაემგზავრებიან აშშ-ში საქართველოს სახელით.