დისკუსია თვითმმართველობის რეფორმაზე

ოპოზიციური პარტიის ლიდერთა ნაწილმა თვითმმართველობის რეფორმის შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

მხარეებმა რეგიონების განვითარების მიმართულებით ხედვები წარმოადგინეს. დეცენტრალიზაციისა და ძლიერი თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სიმბოლურ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიება მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით გაიმართა.