„გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ინიციატივის ფარგლებში, თემაზე – „საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა“ ეკონომიკური კვლევის ცენტრი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, დისკუსიას მართავს. მთავარი განსახილველი თემა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი იქნება. სპიკერები აგრეთვე ისაუბრებენ რეგიონში არსებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევების, ევროპის კავშირში მიმდინარე ცვლილებებისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.