დისკუსია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულ გავლენებზე

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულ გავლენებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე ქართველი ექსპერტები ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად მსჯელობენ.

კონფერენცია, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება, ოთხ ძირითად მიმართულებად იყოფა. ესენია: რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები, სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები, კულტურა, ნორმები და ფასეულობები.