ფრაქციების „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ და „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით, პარლამენტში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრას პოლიტიკოსები, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტები დაესწრნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გაანალიზება, რას აკეთებს ხელისუფლება ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც მომდევნო კვირიდან სპეციალისტებთან ერთად ალიანსის წევრობისთვის საჭირო სტრატეგიას შეიმუშავებს.