დასაქმების მსურველთა დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად ახალი სახელმძღვანელო გამოიცა.
შრომის ინსპექციის მიერ გაწერილი წესები დამსაქმებელ კომპანიებს საკუთარ ვალდებულებებს ახსენებს და იმ აკრძალვებზე მიუთითებს, რომელთა დარღვევას კომპანიების მიმართ სოლიდური ჯარიმები მოჰყვება. საუბარია გენდერული, ასაკის, ვიზუალური მხარის და ოჯახური მდგომარეობის ნიშნით შეზღუდვებზე, რასაც სამუშაო ადგილის მაძიებლები პოტენციური დამსაქმებლებისგან ხშირად აწყდებიან. არაერთი რეგულაციის ამოქმედების მიუხედავად, ბოლო მონიტორინგის დროს შრომის ინსპექციამ გამოცხადებულ ვაკანსიებზე დისკრიმინაციის 50-მდე ფაქტი აღრიცხა.