დირექტორთა კონკურსის კანდიდატებმა, მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ დღეს აქცია გაერო-ს თბილისის წარმომადგენლობის წინ გამართეს, სადაც მათ სერტიფიცირების მიღმა დარჩენილი სხვა პედაგოგებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ დირექტორის სერტიფიკატზე უარი უსამართლოდ ეთქვათ. მოთხოვნები უცვლელია – აქციის მონაწილეები დირექტორთა კანდიდატების გასაუბრების პროცესის ხელახლა ჩატარებას და დისკრეციულად დანიშვნის წესის გამოყენებას ითხოვენ. საკითხთან დაკავშირებით, 5 დეკემბერს მაია ეკალაძეს განათლების მინისტრი პირადადაც შეხვდა, თუმცა შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა.