თბილისის 136-ე საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატების ნაწილი არჩევნების მიმდინარეობას კრიტიკულად აფასებს. მათი მოთხოვნაა არჩევნებში სამეურვეო საბჭოს გარდა, ჩართული იყოს პედაგოგიურ კოლექტივი. ასევე, დირექტორის არჩევის პროცესში განსაზღვრული იყოს კრიტერიუმები. ერთ-ერთი კანდიდატის, დავით ფერაძის შეფასებით, დირექტორების არჩევის კრიტერიუმები არსად არ არის წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, პედაგოგების ნაწილი არჩევნების შედეგებს უმრავლეს შემთხვევაში არარელევანტურად მიიჩნევს.