დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ანაკლიის პორტში

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ზღვის ფსკერიდან ქვიშის ამოტუმბვის სამუშაოები საქართველოში მოქმედმა ელჩებმა, საელჩოების და საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაათვალიერეს. ზღვის ფსკერიდან ხმელეთზე უკვე ამოტუმბულია დაახლოებით 4 მლნ კუბური მეტრი ქვიშა. ფსკერის დაღრმავებას ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ყველაზე დიდი სპეციალიზებული გემი „ათენა“ ახორციელებს.

დიპლომატებს ანაკლიის პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები ადგილზე გააცნეს.