ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეს სხვადასხვა ქვეყნის ელჩთან შეხვედრა გაიმართება.
განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა გააკეთა. პაველ ჰერჩინსკის თქმით მნიშვნელოვანია, დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ასევე ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის მიმოცვლა იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკვანძო მომენტში ვიმყოფებით.